World News in Georgian

ნატომ უარყო პრიშტინის თხოვნა ჩრდილოეთში კოსოვოელთა კონტინგენტის განთავსებაზე

კოსოვოში ნატოს მისია აცხადებს, რომ არ დაამტკიცა პრიშტინის თხოვნა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების (KSF) განთავსებაზე ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში - სადაც გასულ კვირაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა წყლის არხი და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა. 


კოსოვოს წარმომადგენლები მეზობელ სერბეთს სდებენ ბრალს ინციდენტში მონაწილეობაში - რასაც უარყოფს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი. 


NATO-ს მისიამ, KFOR-მა 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების კოსოვოს რედაქციას დაუდასტურა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ მას მართლაც მიმართა თხოვნით KSF-ის კონტინგენტის გათავზებაზე ზუბინ პოტოკში - რეგიონში, სადაც ტრანსატლანტიკური ალიანსი და ევროპული სამოქალაქო მისია, EULEX-ი წლების განმავლობაში მონაწილეობენ მშვიდობის შენარჩუნებაში. 


"KFOR-ის სარდალს ამაზე თანხმობა არ გაუცია, გამომდინარე მისი მხრიდან უსაფრთხოების ვითარების შეფასებიდან და KFOR-ის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯებიდან" - აცხადებს NATO-ს მისია. 


სერბეთი უარყოფს თავისი ყოფილი პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობას, ევროკავშირის შუამავლობით ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება დიდწილად ჩიხშია შესული. 


2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პრიშტინა გამოდის დაპირებით, რომ KFOR-ის თანხმობის გარეშე არ განათავსებს ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დაკომპლექტებულ ძალას ჩრდილოეთის რეგიონში. 


 




 

Читайте на 123ru.net