World News in Georgian

ლარი ევროსთან 10,6 თეთრით გაუფასურდა ევროინტეგრაციის შეჩერებაზე კობახიძის განცხადების შემდეგ

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს „2028 წლამდე“ არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ლარი გაუფასურდა.


მხოლოდ 5 დღეში - 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, - ლარი 10.6-10.6 თეთრით გაუფასურდა როგორც ევროსთან, ისე დოლართან.


ამავე პერიოდში დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგთან ლარი 14.7 თეთრით გაუფასურდა.


ოფიციალური მონაცემებით, სამ დეკემბერს გაცვლითი კურსი ასეთი იქნება:



1 აშშ დოლარი - 2.8478 ლარი 1 ევრო - 2.9967 ლარი 1 გირვანქა სტერლინი - 3.6193 ლარი.




ეს ეროვნული ბანკის მიერ ორ დეკემბერს ოფიციალური გაცვლითი კურსით დადგენილი მონაცემებია, რაც სამ დეკემბერს იქნება ძალაში.


როგორც წესი, სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ოფიციალური გაცვლითი კურსი.


Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, 2 დეკემბრის 20:00 საათისთვის, ლარის ღირებულება კიდევ უფრო გაუფასურებულია და ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს. ეს მონაცემი არათუ წინა დღესთან, არამედ წინა საათებთან შედარებითაც არის გაუფასურებული.


ირაკლი კობახიძემ ორ დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.


წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდში ლარის კურსი მეტნაკლებად სტაბილური იყო - დოლართან მიმართებით თითქმის არ შეცვლილა, და ოქტომბრის დასაწყისიდან ევრო და გირვანქა სტერლინგი გარკვეულ პერიოდებში იკლებდა კიდეც.


ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დიდი რაოდენობით რეზერვები გაყიდა.


მხოლოდ ოქტომბერში სებ-მა 591,1 მლნ დოლარი გაყიდა.


ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო „ქართული ოცნების„ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული გადაწყვეტილების შემდეგ:


„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.




 

Читайте на 123ru.net