World News in Georgian

ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შაბათს, 7 დეკემბერს, მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაესწრება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის, ნოტრ-დამის გახსნას. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, თავად ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში.

დონალ ტრამპის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად შესანიშნავი სამუშაო გასწია და მისი გახსნა ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება.

საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი ეწვევა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება და ამ დღიდან ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.

პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.

ნოტრ-დამის აღდგენას ხუთი წელი დასჭირდა.

Читайте на 123ru.net