რუსულმა არმიამ კვლავ დაბომბა ხერსონი და ტერნოპოლი
3 დეკემბრის ღამით რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დნეპრის რაიონი დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დარტყმის შედეგად ნამსხვრევისგან დაიჭრა ადგილობრივი ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მაღალჩინოსნის ცნობაში არ არის მითითებული, თუ რა იარაღიდან დაიბომბა ხერსონი, მაგრამ რუსეთი უკრაინის ქალაქების და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იყენებს როგორც უპილოტო მფრინავ ობიექტებს, ისე საშუალო და შორი რადიუსის რაკეტებს, ავიაციას და არტილერიას.
3 დეკემბრის ღამეს რუსეთის არმიამ უპილოტო "შაჰედებით" კვლავ დაარტყა ქალაქ ტერნოპოლს. თვითმფრინავი მოხვდა ელექტროგამანაწილებელ ქსელს, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ტერნოპოლის მერმა სერგეი ნადალმა ტელეგრამის არხის საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მომარაგებისკენ მოუწოდა, რადგან ელექტროენერგიის არარსებობის გამო წყალმომარაგების პრობლემებია მოსალოდნელი.
რუსეთი ოფიციალურად არ აკეთებს კომენტარებს უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშებზე, რომელთა სამიზნე კრიტიკული მნიშვნელობის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებია.