World News in Georgian

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.


შსს-ის თანამშრომლებმა პარტია „ახლის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“, ჩხრეკა ჩაატარეს.


პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე შევიდნენ ოფისში, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.




პოლიციელები ამ წუთებში [16:20 საათი] იმყოფებიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე.


ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი, რომელიც ოფისშია - პუფები, გენერატორები - აქციისთვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“.


„საერთოდ ყველაფერი წაიღონ, ხელახლა ვიყიდით“, - თქვა ხოშტარიამ, რაზეც პოლიციელმა უპასუხა: „და საიდან გაქვთ ამდენი ფული, ქალბატონო ელენე?“


„თქვენ არ ინერვიულოთ - გროვდება, ბევრი გროვდება“, - უპასუხა ელენე ხოშტარიამ.




პოლიციელები არიან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში [16:20 სთ]. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.


ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში.


ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.


„ვაქტიურობ და ალბათ ვეჩხირები თვალში“, - ამბობს ის.


 






მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.


აქციები მე-7 დღეა გრძელდება.

Читайте на 123ru.net