World News in Georgian

უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ჩხრეკის შემთხვევაში

მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს პოლიციამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების ოფისების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში.

საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, წერს:


„თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიანარ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთშეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა“.

ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შემთხვევებისთვის,მოქალაქეებისთვის რჩევები გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.

„ამოღების ან ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელი ვალდებულია, ხელმოწერით გაგაცნოს სასამართლო განჩინება ან დადგენილება, რომლის მიხედვით ტარდება პროცედურა“, - წერს ორგანიზაცია.

4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია, ასევე „ლელოს“ ორი წევრი.

ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.

ასევე - სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის ბინაში.

არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია მათ ბინებში ჩხრეკას ატარებს.

Читайте на 123ru.net