ღობეებსა და ვიტრინებზე წარწერებისთვის დემონსტრანტებს 1000 ლარით დააჯარიმებენ
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ღობეებზე, ხეებზე, ვიტრინებსა და შენობის ფასადებზე პლაკატების გაკვრისთვის მოქალაქეებს 1000 ლარით დააჯარიმებენ. ამით ჯარიმები 50 ლარიდან 20-ჯერ გაიზარდა.