World News in Georgian

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ რუმინეთის მოქალაქეს კიევთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ოკუპირებული აფხაზეთში 10 დეკემბერს რუმინეთის მოქალაქე დევიდ კეჩრა ადრიანი დააკავეს, როგორ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების სამსახური ირწმუნება, ის უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობდა - უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან.


დე ფაქტო უწყების ცნობით, დევიდ კერჩა ადრიანს, რომელიც „აფხაზეთში ტურისტული ვიზით შევიდა და უკრაინის დაზვერვის დავალებით, დრონიდან უნდა გადაეღო რესპუბლიკაში სამხედრო ობიექტები და ბაზები“.


ირწმუნებიან, რომ რუმინეთის მოქალაქეს აფხაზეთიდან უსაფრთხოდ გაყვანას დაჰპირდნენ, რადგან მას საფრთხე ემუქრებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


რუმინეთის მოქალაქის მიმართ „მიმდინარეობს შემდგომი ოპერატიული ღონისძიებები“. დე ფაქტო უწყება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ არაფერს წერს.


ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით არაერთხელ იყვნენ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც 10 წლითა და ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მიმდინარე წლის მაისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა „საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი“ კახა მურადოვის დაკავების შესახებ.


 

Читайте на 123ru.net