ზუგდიდი-მესტიის გზაზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-დაკავების ოპერაცია - პოლიცია უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდამსხმელებს ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა. სვანეთის სათემო რადიოს ცნობით, ნაპოვნია მათი მანქანა. კაცი გაუჩინარებულია, ქალი კი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა ამ ინფორმაციას და სხვა დეტალებს, თუ რა მოხდა ადგილზე, ამ ეტაპზე შსს არ გვიდასტურებს.
რადიო თვისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება.