პროტესტის მე-40 დღე: მოქალაქეები შობას ქაშუეთთან ხვდებიან
პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან შობას ერთად ხვდებიან. მანამდე, მათ თბილისის ხუთი სხვადასხვა ტაძრიდან, სანთლებით ხელში, საშობაო მსვლელობა მოაწყვეს, საბოლოოდ კი ისინი რუსთაველის გამზირზე გაერთიანდნენ.