ბაქოში დაიწყო სასამართლო საფრანგეთის მოქალაქისა, რომელსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
ბაქოში 6 იანვარს დაიწყო საფრანგეთის მოქალაქის, მარტინ რაიანის სასამართლო პროცესი. აზერბაიჯანის ხელისუფლება განსასჯელს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. იუწყებიან, რომ რაიანმა "ბრალი ნაწილობრივ აღიარა". მას, შესაძლოა, 10-დან 15 წლამდე მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა.
მარტინ რაიანი 2023 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. ის ხელმძღვანელობდა სავაჭრო ფირმას, Merkorama-ს, რომელიც ბაქოში 2020 წლიდან მუშაობს. ფირმა, მათ შორის, სხვა უცხოურ კომპანიებს უწევდა კონსულტაციას ექსპორტისა და აზერბაიჯანში ბიზნესის წარმოების საკითხებზე.
ბრალდების მხარის ვერსიით, რაიანი აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაზე თურქეთთან, ირანთან და პაკისტანთან, და ასევე აწარმოებდა აზერბაიჯანის მოქალაქეების გადაბირებას საფრანგეთის დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის. თავად რაიანმა აღიარა, რომ ახორციელებდა ქმედებებს, რომლებსაც მას მიაწერენ - მაგრამ თქვა, რომ ამას აკეთებდა განუზრახველად და არ იცოდა, რომ ეს შეიძლებოდა დანაშაულად მიეჩნიათ. განსასჯელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა მოატყუეს.
რაიანთან ერთად სასამართლოს წინაშეა აზერბაიჯანის მოქალაქე, აზად მამადი, რომელსაც სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ. მამადიმ სასამართლოზე დანაშაული არ აღიარა.
უფლებადამცველები რაიანის და მამადის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უერთიერთობა გაუარესდა მას მერე, რაც პარიზმა ერევანს დაუჭირა მხარი 2023 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისას. სომხეთმა საფრანგეთისგან დაიწყო დაჯავშნილი ტექნიკის შესყიდვა, 2024 წლის თებერვალში კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნომ განაცხადა, რომ პარიზი მზადა იყო სომხეთის საჰაერო თავდაცვას რაკეტები მიეწოდებინა, თუკი ამის აუცილებლობა იქნებოდა.
2024 წლის იანვარში საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებდა, ბაქოს ნაბიჯების გამო მთიან ყარაბაღში, მაისში კი ახალ კალედონიაში (საფრანგეთის ტერიტორია წყნარ ოკეანეში) მასობრივმა არეულობამ იფეთქა, რასთან კავშირშიც პარიზმა აზერბაიჯანს დასდო ბრალი. აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსებმა ეს განცხადებები უარყვეს და მათ უსაფუძვლო უწოდეს.