კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშს ითხოვს - ასეთი პრეცედენტი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.