„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა სადავო პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩია. ახალ თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.