„გზის გადაკეტვის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი განსახილველად მიიღო - ადვოკატი
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო საჩივარი მსახიობ ბაჩო ქაჯაიასი, რომელიც „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 5000 ლარით დააჯარიმეს.