საქართველოდან გააძევეს ისრაელის მოქალაქე, რომელმაც გვირაბში მანქანიდან გაისროლა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქემ, 20 წლის მ.ნ.-მ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარე გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას, აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს, გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს. ისრაელის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და ის დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით. “დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქოსასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზეაკრძალვა 3 წლის ვადით”; “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღინივთმტკიცების სახით ამოიღეს”, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივიმდგომარეობის შესახებ” კანონში 2025 წელს შეტანილი ცვლილებებით, გამარტივდა საქართველოდან უცხო ქვეყნისმოქალაქეების გაძევების მექანიზმი.