World News in Georgian

მარნეულის ბაზარში მამა-შვილი დაჭრეს

4 იანვარს, მარნეულის ბაზარში მდებარე ოქროულობის მაღაზიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. მარნეულის რადიოს ცნობით, დაჭრილია მამა-შვილი.

ორივენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაცია უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რა გახდა სროლის მიზეზი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Читайте на сайте