ნეთანიაჰუმ პუტინის მეშვეობით აცნობა ირანს, რომ თავს არ დაესხმება - ისრაელის მედია
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, თეირანისთვის გადაეცა, რომ ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, - იტყობინება ისრაელის ტელეარხი Kan-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.