ყინვა და რუსული რაკეტები - როგორ ცხოვრობს კიევი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში
9 იანვრის ღამეს რუსეთის მასშტაბურმა საჰაერო იერიშმა კიევი მძიმე ენერგეტიკულ კრიზისში ჩააგდო. ძლიერ ყინვებთან ერთად, დარტყმამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის დედაქალაქსა და კიევის ოლქში ასობით ათასი ადამიანი დატოვა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე.