„მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი“ - მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამ მოზარდს ბრალი დაუმძიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა ავრცელებს. დამძიმებელი ბრალი, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს, დაკავებულებს გუშინ, 14 იანვარს წაუყენეს.