საშიშია „ნიპას“ ვირუსი საქართველოსთვის?
„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს საქართველოსთვის პრობლემა გახდეს“, - ასე ეხმაურება ივანე ჩხაიძე, WHO-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, „ნიპას“ [Nipah] ვირუსის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რის გამოც აზიაში რამდენიმე ქვეყანამ აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო.