უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4–5 თებერვალს გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლების სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 4 და 5 თებერვალს ჩატარდება.