რუსეთში უკრაინის მოქალაქე დააჯარიმეს "უცხოეთის აგენტის" ვიდეოს მოწონებისთვის
რუსეთში მურმანსკის ოლქის მცხოვრები უკრაინის მოქალაქე დააჯარიმეს YouTube-ზე ე.წ. "უცხოეთის აგენტის" ვიდეოს მოწონებისთვის. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს, სავარაუდოდ, პირველი ასეთი შემთხვევაა. ინციდენტზე ყურადღება გაამახვილა გამოცემა "ვიორსტკამ".