World News in Georgian

"სხვას რომ ხმა ამოეღო ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი ეხმაურება პროკურატურის განცხადებას.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის სამ ფიგურანტს, ძალადობის სხვა შემთხვევების ორგანიზებისა და მათში მონაწილოებისთვის.
"შოკი მაქვს ხალხო, მადლობა პროკურატურას... რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?.. გამოშავდეს ჩიქოვანის დედა, გამოშავდეს გაბაშვილის მამა! დამემალეთ! მომშორდით! მე თქვენ გიპოვით გამოშავდეს ნია იმნაძის ოჯახი. მე გადმოვდივარ თქვენთან, სახელწიფო სამართალი აღარ მაინტერესებს, გიპოვით... სხვას რომ ხმა ამოეღო ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ? თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები", - ამბობს ეკა კუპატაძე.
პროკურატურის თანახმად, ავალიანის საქმის ფიგურანტები გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები "კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა".
პროკურატურა, 2025 წელს მომხდარ ოთხ მსგავს ეპიზოდს ასახელებს, რომელთაგან


ოთხივეში მონაწილეობდა გიორგი რიკაძეოთხივეში დიმიტრი ჩიქოვანიორში კი ალექსანდრე გაბაშვილი

თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას განცხადებით, სხვა ეპიზოდებში გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების გამოვლენა მოხერხდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის - მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის დასახელებული ეპიზოდების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა.
გიორგი მიქაიას განცხადებით, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონებშიც.
გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მანამდე რომელიმე დაზარალებულს თუ მოუმართავს - ამ შეკითხვით რადიო თავიუსუფლებამ პროკურტატურას მიმართა.
უწყებაში, ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაბრებენ.
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ამ საქმეზე სხვადასხვა მუხლით ოთხი მოზარდი დააკავეს. მათგან ერთს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებას ედავებიან, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა.
გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ეკა კუპატაძეს, მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.

Читайте на сайте