რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს სამხედრო ობიექტზე სარაკეტო შეტევის შემდეგ
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის მახლობლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის მხრიდან რაკეტებით შეტევის შესახებ განაცხადა. უკრაინას ეს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.