COMCOM-ის მედიააკადემიის დროებით ხელმძღვანელად „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე ინიშნება
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე კომუნიკაციების კომისიის „მედიააკადემიის“ დროებით ხელმძღვანელად ინიშნება. გადაწყვეტილებას კომისიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ („ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა) გოგა გულორდავამ ხელი 10 თებერვალს მოაწერა.