ჯანგველაძის საქმე: წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - გამოძიების ვერსიით, „ქურდის“ ძმა მისი იარაღით მოკლეს
ხუთშაბათს, 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა სანდრო (ჯანო) წივწივაძეს - ახალგაზრდა კაცს, რომლის კუთვნილი იარაღითაც, გამოძიების თანახმად, მოკლეს „კანონიერი ქურდის“ ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე.