პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე წინასწარ გაჭრეს? - ექსპერტი ამბობს, რომ არა
დაზიანებული იყო თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე წინასწარ? - ამ დისკუსიამ საჯარო სივრციდან სასამართლო სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ მოწმედ ექსპერტი ოთარ ხაბურძანია გამოიძახა.