World News in Georgian

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანთან მნიშვნელოვან გარიგებას უნდა მიაღწიოს და კარგ მოლაპარაკებაზე ლაპარაკობს

დღეს, 19 თებერვალს ვაშინგტონში დაგეგმილი იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა. ტრამპი ამ საბჭოს თავმჯდომარეა.
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ქვეყანა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან მნიშვნელოვან გარიგებას უნდა მიაღწიოს და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოსთან კარგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ ირანთან მნიშვნელოვანი გარიგების დადება
ადვილი არ არის. ჩვენ მნიშვნელოვანი გარიგების დადება უნდა შევძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რამ მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრაზე.

17 თებერვალს ჟენევაში აშშ-ის ელჩებს - სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან ერთად, არაპირდაპირი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მზარდი კრიზისის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

აშშ-ს სურს, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თეირანი კატეგორიულად არ ეთანხმება და უარყოფს, რომ ატომური იარაღის შექმნას ცდილობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა 19 თებერვალს თქვა, რომ სხვადასხვა მოკავშირემ ღაზაში დახმარებისთვის 7 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა.

ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასი“ განიარაღდება.

„მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მალე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს შეხვდება. ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ გაეროს გაძლიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით ფულს მისცემს.

აშშ გაეროს ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მან უარი თქვა სავალდებულო გადახდების განხორციელებაზე რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში და შეამცირა გაეროს სააგენტოების ნებაყოფლობითი დაფინანსება საკუთარი ბიუჯეტიდან.
„ჩვენ გავაძლიერებთ გაეროს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მისი ობიექტები კარგ მდგომარეობაში იყოს. მათ დახმარება სჭირდებათ... ჩვენ დავეხმარებით მათ ფინანსური თვალსაზრისით და უზრუნველვყოფთ გაეროს სიცოცხლისუნარიანობას“, - თქვა ტრამპმა.
„ვფიქრობ, გაეროს დიდი პოტენციალი აქვს, მართლაც დიდი პოტენციალი. მან ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის
საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.

Читайте на сайте