მსახიობები ტოვებენ „ახალ თეატრს“, საიდანაც ჩამოხსნეს აქციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი
სულ მცირე ოთხმა მსახიობმა დატოვა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ - თეატრი, რომლის მსახიობიც იყო 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძე და რომლის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნასაც მიმდინარე კვირაში თეატრში დაპირისპირება მოჰყვა.