18 ათასლარიანი გირაოთი ათავისუფლებენ „უკანონო სასტუმროს“ ფლობისთვის დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერ გია ონიანს და მასთან ერთად დაკავებულ მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს ნუგზარ ტვილდიანსა და გიორგი გულბანს.