„სხეულის ამპუტირებული ნაწილები ყრია“ - სამტრედიაში, ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე შენობაში მოსახლეობამ იპოვა სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მათი თქმით, თვეზე მეტია იციან, რომ ნარჩენები იქაა.