ტრამპი არ გამორიცხავს აშშ-ის ჯარების ირანში გაგზავნას „საჭიროების შემთხვევაში“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მარტს New York Post-ს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
„მე არ მაქვს პრობლემა სახმელეთო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით - როგორც ყველა პრეზიდენტი ამბობს, „სახმელეთო ჯარები ადგილზე არ იქნებიან“. მე ამას არ ვამბობ“, - განუცხადა ტრამპმა Post-ს შაბათს ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ მიცემული რამდენიმე მოკლე ინტერვიუდან ერთ-ერთში.
„მე ვამბობ, რომ „ალბათ არ დაგვჭირდება“ [ან] „თუ ისინი საჭირო იქნება“, - თქვა მან.
ტრამპმა 1 მარტს Daily Mail-ს განუცხადა, რომ, მისი შეფასებით, ომი „დაახლოებით ოთხი კვირა“ გაგრძელდებოდა, თუმცა 2 მარტს The Post-თან საუბარში მიანიშნა, რომ ეს ვადები შეიძლება შემცირდეს.
„საკმაოდ სწრაფად წავა“, - თქვა მან. „ჩვენ ზუსტად გრაფიკით ვმუშაობთ, მეთაურებს რაც შეეხება, - 49-ა მოკლული, და ამისთვის, ვვარაუდობდით, სულ მცირე, ოთხი კვირა დაგვჭირდებოდა და ჩვენ ეს ერთ დღეში გავაკეთეთ“.
ტრამპი ასევე დაიმუქრა, რომ შურს იძიებს ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, რომელთა რიცხვს დღეს მეოთხე სამხედრო დაემატა.
აშშ-ის და ისრაელის არმიების მიერ ირანის ქალაქების დაბომბვის საპასუხოდ ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირეებზე, მათ სამხედრო ბაზებზე სპარსეთის ყურეში.