რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს
რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია სახლებიც. ამის შესახებ დღეს, 3 მარტს იუწყება უკრაინის ხელისუფლება. დრონებით შეტევა, რომელიც შუაღამის შემდეგ დაიწყო, დილითაც გრძელდებოდა.