World News in Georgian

რუსულ თავდასხმას კიევის ოლქის ოთხი რაიონზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

14 მარტის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - შეტევის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 15 დაშავდა.

ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი, ქალაქ ბროვარის მერი იგორ საპოჟკო და უკრაინის პოლიცია ავრცელებენ.

კალაშნიკის ცნობით, ასევე დაზიანდა საერთო საცხოვრებლის შენობა, საწარმოო ობიექტები და საწყობები.

ბროვარის მერის თქმით, ქალაქში საჰაერო დარტყმების შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა, რომლებიც ყველა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ობუხოვის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ტექნიკური ოთახი, ხოლო ახლომდებარე მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ხოლო ვიშგოროდის რაიონში ხანძარმა მოიცვა სასაწყობე შენობები, ასევე დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. დილის 8:00 საათის მონაცემებით, ვიშგოროდის რაიონში ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ზარალის შესახებ ინფორმაცია კვლავ მოდის. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი იზრდება“, - განაცხადა კალაშნიკმა.

Читайте на сайте