"ირანი ჩვენს ქვეყანას არანაირ გარდაუვალ საფრთხეს არ უქმნიდა" - აშშ-ის სახელმწიფო კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი გადადგა
აშშ-ის სახელმწიფო კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა 17 მარტს თანამდებობა დატოვა და გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ირანში ომის გამო თანამდებობა დატოვა.