ლონდონში დაწვეს ებრაული ორგანიზაციის სამედიცინო დახმარების ავტომანქანები
ლონდონში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაწვეს ებრაული თემის სამედიცინო დახმარების ოთხი ავტომანქანა. შემთხვევა გასულ ღამით მოხდა ლონდონის გოლდერს-გრინის რაიონში, სადაც დიდი ებრაული დიასპორა ცხოვრობს.