World News in Georgian

საგარეჯოს რაიონში მომხდარ ავარიას 5 ადამიანი მათ შორის 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

სოფელ უჯარმასთან ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, ორი  მძიმედ დაშავდა.  დაშავებულები მძიმე მდგომარეობით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  დაშავებულებს კიდურების მოტეხილობები და მუცლის ღრუში დაზიანებები აღენიშნებათ. ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსები შეეჯახნენ. სხვა გარდაცვლილთა ასაკი 13-17-30-37 წელია.

Читайте на сайте