ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მიესალმა დავით უსუფაშვილის ვიზიტს მის ქვეყანაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, მარზუკ ალი ალ გჰანიმთან გამართა.