"მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე. ვრცელ ფეისბუქ-პოსტთან ერთად თარგამაძე ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც მისივე თქმით, დღევანდელ ჩხუბში მონაწილე "ქართული ოცნების ზონდერჯგუფის" წევრები არიან ასახულნი.