World News in Georgian

სავჩენკოში გაცვლილი ერთ-ერთი სამხედრო საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს

ნადია სავჩენკოს თავისუფლების სანაცვლოდ უკრაინის მიერ გათავისუფლებული ორი სამხედროდან ერთ-ერთი ევგენი ეროფეევი დღეს დილით, 9 საათზე საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს მამაკაცი შავ ტანსაცმელში, რომელმაც ორი გასროლა განახორციელა, ერთი ზურგში და საკონტროლო გასროლა გულში, რომლის შემდეგ მან სადარბაზო დატოვა. ევგენი ეროფეევი ადგილზე დაიღუპა.  

Читайте на сайте