World News in Georgian

სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს. კოდის  მოსახლეობის მტკიცებით, ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის.  მამაკაცმა ერთ-ერთი სახლის ფანჯარაც ჩაამსხვრია. ხალხი შეშინებულია. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია. ადგილობრივ პოლიციაში უჭირთ მოქალაქეების განცხადების დაჯერება.  

Читайте на сайте