რუსეთის დუმა ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვას ითხოვს
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის” იმპორტი. როგორც რუსული მედია იუწყება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა „ლენტას” განუცხადა, რომ კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, […]