ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ – გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხონის მოსახლეობას ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგინა. “ხონი და ვანი გრიგოლ ლილუაშვილის სახით ნამდვილ მეგობარს შეიძენენ. ის არის უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც გულთან მიიტანს ყველა თქვენგანის პრობლემას და იქნება თქვენი ხმა პარლამენტში“ – აღნიშნა პრემიერმა. „საქართველოს უნდა დავუბრუნოთ ღირსეული ადგილი რუქაზე, ის კუთვნილი პატივისცემა, რომელსაც […]