პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დღეს, პრემიერმა კვირიკაშვილმა ახალციხეში დაასახელა: ახალციხესა და ადიგენში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იქნება. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ენზელ მკოიანი. ბორჯომსა და ასპინძაში კი კენჭს გედევან ფოფხაძე იყრის, რომელიც ამჟამად ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატია.