აშშ-ს ელჩმა ბესელია-ფოფხაძის მიმართვის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო
საქართველოში აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებით, მას არ უნახავს ბესელია-ფოფხაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ. მისი თქმით, ამ მიმართვის შესახებ მან ჟურნალისტებისგან გაიგო.