ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „ცენტრისტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მედია საშუალებებით გახდა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის პირველი აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებს“ მოცემული მდგომარეობით არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი.