კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ ბოლო 19 თვეში პრემიის სახით 79 041 ლარი აიღო
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ აბაშიძის პრემია 2015 წელს (საშემოსავლოს ჩათვლით) 55 745.40 ლარით განისაზღვრა, ხოლო მიმდინარე წლის გასულ 7 თვეში მისი პრემიის რაოდენობამ 23.296 ლარი შეადგინა (საშემოსავლოს ჩათვლით).