"კოალიცია თანასწორობისთვის“ თბილისში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს ეხმაურება
„კოალიცია თანასწორობისთვის“ 14 ოქტომბერს, თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს.