პრეზიდენტის მრჩეველი: განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს "ნიუ ჰოსპიტალის" ლგბტ თემის დაჭრილი, რეანიმაციაში მყოფი წარმომადგენელი მოინახულა.