„საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიის მმართველობამ შეიძლება დაგვაკარგვინოს მონაპოვარი, რასაც საქართველომ რეფორმებით მიაღწია“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესი დააზიანოს და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას ხელი შეუშალოს.